ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია მედიცინაში სამმა მეცნიერმა მიიღო


ნობელის კომიტეტის სხდომა, სტოკჰოლმი, 5 ოქტომბერი, 2015
ნობელის კომიტეტის სხდომა, სტოკჰოლმი, 5 ოქტომბერი, 2015

ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში წლევანდელი ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები გამოაცხადა.

ირლანდიელმა უილიამ კემბელმა და იაპონელმა სატოში ომურამ ერთობლივი პრემია მედიცინაში მიიღეს. მათ პარაზიტი მრგვალი ჭიების მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობის კურსი შეიმუშავეს.

ჩინელმა ექიმი ტუ იუიუ კემბელთან და ომურასთან ერთა გაიზიარებს მედიცინაში ნობელის პრემიას. მან წამალი გამოიგონა, რომელიც მალარიით დაავადებული ადამიანების სიკვდილიანობას ამცირებს.

ნობელის პრემიის კომიტეტი განცხადებით, ამ ორმა აღმოჩენამ ძლიერი ახალი გზები გამოავლინა მძიმე დაავადებების წინააღმდეგ, რომელთა გამოც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იტანჯება.

XS
SM
MD
LG