ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში საერთაშორისო კოალიციას გადაეცა


ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა საერთაშორისო კოალიციას, რომელიც ბირთვული იარაღის გაუქმების საკითხებზე მუშაობს.

“ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, როცა ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რეის ანდერსენმა.

2017 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ახალი მფლობელის გამოვლენას წინ უძღოდა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომლითაც ის ირანსა და ჩრდილოეთ კორეას მათი ბირთვული შესაძლებლობების გამო დაემუქრა.

შეერთებული შტატების ლიდერმა, რომელიც სავარაუდოდ გააუქმებს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე ცუდი შეთანხმებაა, რომელიც ოდესმე გაფორმებულა.“ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით კი, მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიანიშნა, რომ ის შეიძლება იძულებული გახდეს ჩრდილოეთ კორეა "გაანადგუროს" სწორედ მისი ბირთვული პროგრამის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG