ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ


მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ

31 მაისამდე ადრე, ავსტრალიამ მოწევის წინააღმდეგ ერთერთი ყველაზე მკაცრი კანონი გამოსცა. ამ კანონმდებლობის თანახმად, სიგარეტის კოლოფზე ბრენდინგი და სარეკლამო ტექსტები იკრძალება და ნაცვლად ამისა, პროდუქტი სტანდარტულ ტექსტსა და ფერს უნდა შეიცავდეს.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი ნიკოლა როქსონი ამბობს, რომ აკრძალვა ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემცირებას.

როქსონი: „ჩვენ შევძლებთ, რომ ავსტრალიაში სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება არ ქონდეთ თავიანთი პროდუქციის მარკეტინგი და პრომოუშენი გასწიონ, განსაკუთრებით კი ისეთი კამპანიები აწარმოონ, რომლებიც ახალგაზრდებზეა გათვლილი.“ არაერთი სხვა ქვეყანა-ბელგიის, ჩინეთისა და ესპანეთის ჩათვლით-უფრო აგრესიულ კანონებს აამუშავებს მოწევის წინააღმდეგ.

ეს ძალისხმევა თამბაქოს საწინააღმდეგო მზარდი კამპანიის ნაწილია. ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ თამბაქოს მოხმარება ბევრ ქვეყანაში მცირდება.

გაეროს ორგანიზაცია ამ ცვლილებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციას მიაწერს. ამ კონვენციას მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაჩილი მიერთებულია. მოწევის წინააღმდეგ მიმართული ზომები, ავსტრალიის მსგავსად, ამ კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების მიერ უკვე ტარდება.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი თომას ფრიდენი დარწმუნებულია, რომ მთავრობის აქტიურობა ასამდე მილიონი ადამიანის გადარჩენას შეძლებს მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

ფრიდენი: „ზოგადად, თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. უფრო ნაკლებ ადამიანს ემართება გულის დაავადებები და კიბო. ამასთან, რა თქმა უნდა უფრო ნაკლები ადამიანი ინვალიდდება.“

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია 2005 წელს შევიდა ძალაში.

ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ავსტრალიაში, ნოვეგიაში და მექსიკაში კონვენციის ამოქმედებიდან მწეველთა რაოდენობა 5 პროცენტით შემცირდა. კიდევ უფრო დიდი შედეგი იქნა მიღწეული ურუგვაიში.

ფრიდენი: „თამბაქოს კონტროლში ქვეყნებს ძალიან ეხმარება პროდუქციის დაბეგვრა, თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა, რეკლამა და მარკეტინგის დასრულება. ამ ოთხ ზომას ნამდვილად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.“

გაეროს ჯანდაცვის უწყების განცხადებით, მიმდინარე წელს, თამბაქოს მოხმარების შედეგად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანი დაიღუპება. მათ შორის ექვსასი ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც მეორადი მოწევის შედეგად გადაყვება ამ სენს.

XS
SM
MD
LG