ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის „სერიოზული პროვოკაცია“


დღეს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რაკეტის გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შესახებ განაცხადა. ჩრდილოეთ კორეის კოსმოსური პროგრამების დირექტორის მოადგილემ ფხენიანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაკეტა გასაშვებად უკვე მზადყოფნაშია. კვირას ხელსიუფლებამ საერთაშორისო ჟურნალისტებს რაკეტის გაშვები ობიექტი დაათვალიერებინა. პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ უარყო ბრალდება თითქოს რაკეტის გაშვებას ბირთვული გამოცდის დანიშნულება გააჩნია. ასევე მან აღნიშნა, რომ რაკეტის ნამსხვრევების დასახლებულ რაიონში ჩამოვარდნის საშიშროება გამორიცხულია. მისი თქმით, რაკეტის ნაწილები ფილიპინებიდან 160 კილომეტრის დაშორებით ზღვაში ჩავარდება. დღესვე შეერთებულმა შტატებმა და სეულმა ხელახლა განამტკიცეს ურთიერთვალდებულება მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში სამხრეთ კორეის თავდაცვის შესახებ და ფხენიანის ნაბიჯს „სერიოზული პროვოკაცია“ უწოდეს.

XS
SM
MD
LG