ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ტერაქტში ეჭვმიტანილები სატუსაღოში რჩებიან


დაკავებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, 11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი ჯერაც სატუსაღოში რჩება. ისინი დღეს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გუანტანამოს ყურეში (კუბა) არიან დაკავებული. ამერიკული მხარე მათი სასამართლო საქმეების განხილვას 2020 წლამდე არ ვარაუდობს. ამ საქმეებს კი, რამდენიმე წელი დასჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

იურიდიული პროცედურები ძალიან კომპლექსურია. დაცვის ადვოკატები ასობით საჩივარს წერენ და ეჭვქვეშ აყენებენ ამერიკული მხარის ტაქტიკას ეჭვმიტანილთა დაკავების მომენტში, დაკავების პროცედურებს და პატიმართა მოპყრობას ჯერ ტაილანდსა და პოლონეთში, შემდეგ კი გუანტანამოში.

ბრალდებებს ართულებს აშშ-ის აღიარება, რომ დაკავებულების დაკითხვა „მკაცრი დაკითხვის ტექნიკით“ მიმდინარეობდა, რაც აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის აზრითაც კი „წამებას“ უტოლდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG