ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადლობა თავისუფლებისთვის - 30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან


მადლობა თავისუფლებისთვის - 30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიის ნაწილებმა მომიტინგეები გაუგონარი სისასტიკით დაარბიეს. მშვიდობიან მიტინგზე სასანგრე ნიჩბებით და მხუთავი აირით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის, 17 ქალი.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის აპრილში, დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ანტისაბჭოთა დემონსტრაციებზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა.

9 აპრილს, საბჭოთა არმიის გენერლის, იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმმა, მშვიდობიანი დემონსტრანტები სასტიკი მეთოდებით დაარბია.

მთავრობის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს, საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმი, მომწამლავი ქიუმიური ნივთიერებით, სასანგრე ბარებით, ცეცხლსასროლი იარაღით, ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით გაუსწორდა.

9 აპრილის მოვლენების დროს დაიღუპა 21 და დაშავდა ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG