ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში ტერაქტი მოხდა


ტერორისტული აქტი კვირას დილით, ქალაქ ბაუჩიში მდებარე სენტ ჯონსის კათოლიკურ ტაძარში განხორციელდა

ნიგერიის ეკლესიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს სულ ცოტა 2 ადამიანი შეეწირა. სამართალდამცავების ოფიციალური განცხადების თანახმად, დაშავებულთა რაოდენობა 45-ს აჭარბებს.

ტერორისტული აქტი კვირას დილით, ქალაქ ბაუჩიში მდებარე სენტ ჯონსის კათოლიკურ ტაძარში განხორციელდა. პოლიციის სპიკერის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტი, სავარაუდოდ, ჯერ ეკლესიაში საკვირაო წირვაზე შესვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ მან ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ეკლესიასთან ახლოს ააფეთქა.
XS
SM
MD
LG