ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად, 14 ადამიანი დაშავდა პოლიციასა და ხალხს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს. მოსახლეობამ ქუჩაში საპროტსესტო აქციების გამართვით საწვავზე მომატებული ფასები გააპროტესტა.

წითელი ჯვრის წარმომადგენელის მუსა აბდულას განცახდებით შეტაკება ქალაქ კანოს ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა, სადაც დაახლოებით შვიდი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაიჭრა.

მთავრობის გადაწყვეტილებას საწვავზე სუბსიდიის აკრძალვის თაობაზე, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ნიგერიელის მასიური გამოსვლები მოჰყვა.

ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების გამო ქვეყნის უმსხვილესი ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი აბუჯა და დიდ კომერციული ცენტრი ლაგოსიც პარალიზებული იყო.

მიტინგის მონაწილეები ხელისუფლებას საწვავის სუბსიდიის შეკვეცის სანაცვლოდ კორუფციის აღმოვფხრისკენ მოუწოდებდნენ.

XS
SM
MD
LG