ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ნიგერიაში ქალაქ კანოში საუნივერსიტეტო თეატრზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. კანოს უნივერსიტეტი ქრისტიანების სასწავლო დაწესებულებად ითვლება. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები მოტოციკლეტით და ავტომობილით მიუახლოვდნენ უნივერსიტეტს, ხალხის მიმართულებით ისროლეს ყუმბარები და გახსნეს ცეცხლი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ცნობილია, რომ ნიგერიელ ქრისტიანებს ბოლო პერიოდში ბოკო ჰარამის ისლამისტური დაჯგუფება ებრძვის. გასულ შობას, კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG