ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებს ნიკარაგუიდან პერსონალი გამოჰყავს


სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნიკარაგუიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო მოსამსახურეთა ოჯახების გამოყვანის განკარგულება გასცა და ამერიკულ პერსონალს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნიკარაგუაში მოგზაურობის შესახებ გამოცემულ განახლებულ გაფრთხილებაში ნათქვამია: „პოლიტიკური მსვლელობები და დემონსტრაციები ყოველდღიურად იმართება, ხშირად წინასწარი შეტყობინების ან მოლოდინის გარეშე. ზოგიერთმა პროტესტმა სხეულის დაშავება და სიკვდილი გამოიწვია. დემონსტრაციები, როგორც წესი, მკაცრ საპასუხო ქმედებას იწვევს, რაც წარსულში დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის, წიწაკის შესასხურებლის, რეზინის ტყვიების და საბრძოლო ტყვიების გამოყენებას მოიცავდა და ხანდახან ეს გამოსვლები მაროდიორობაში, ვანდალიზმში და ხანძრების გაჩენაში გადადიოდა.“

ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას მიერ გასულ კვირაში გამოცხადებულმა, ქვეყნის საპენსიო გეგმის ცვლილებამ, ქვეყანაში მძაფრი პროტესტები გამოიწვია. კვირას მან განაცხადა, რომ სოციალური უზრუნველყოფის ფონდში მშრომელთა შენატანების გაზრდის და პენსიის შემცირების გეგმებზე უარს ამბობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG