ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში გარდაცვლილი ახალ ზელანდიელი მოხალისის მშობლები ამბობენ, რომ ის ასობით ადამიანს დაეხმარა


სოლედარი
სოლედარი

უკრაინაში მოკლული ახალ ზელანდიელი მეცნიერის მშობლებმა განაცხადეს, რომ ის ასობით ადამიანს დაეხმარა დონბასის რეგიონში მოხალისეობის დროს.

ბაგშოუს მშობლების თქმით, 47 წლის ენდრიუ ბაგშოუ, ორმაგი, ახალი ზელანდიისა და ბრიტანეთის მოქალაქე, ბრიტანელ 28 წლის კოლეგა კრის პერისთან ერთად მოკლეს, როდესაც ცდილობდა ქალაქ სოლედარში, მოხუცი ქალის გადარჩენას. მათ მანქანას საარტილერიო ჭურვი დაეცა.

ანდრიუ ბაგშოუ
ანდრიუ ბაგშოუ

ოჯახის თქმით, მისი გარდაცვალება მხოლოდ ახლა დადასტურდა. ოჯახმა განაცხადა, რომ მათი ვაჟი დამოუკიდებლად მუშაობდა და არ იყო აფილირებული რაიმე სააგენტოსთან. მათ აღნიშნეს, რომ ის სახიფათო ტერიტორიიდან, ხალხის ევაკუაციას ახირციელებდა და ომის ზონაში დარჩენილებთან საკვები, წყალი და მედიკამენტები მიჰქონდა. ოჯახის თქმით, ის მიტოვებულ შინაურ ცხოველებსაც კვებავდა.

სოლედარში ინტენსიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. რუსეთმა ამ თვეში განაცხადა, რომ მან მარილის მომპოვებელი ქალაქი დაიკავა, რაც მოსკოვისთვის 11-თვიან ომში ერთ-ერთი იშვიათი წარმატებაა. უკრაინას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა კრის ჰიპკინსმა თქვა, რომ მას ჯერ არ მიუღია ოფიციალური ცნობები ბაგშოუს გარდაცვალების შესახებ, მაგრამ მიიღო წინასწარი ინფორმაცია.

"მსურს მივუსამძიმრო ბაგშოუს ოჯახს", - თქვა ჰიპკინსმა. „ჯერ არ მქონია საშუალება მათთვის ეს პირადად მეთქვა. ცხადია, ეს მათთვის ძალიან ტრაგიკულია“.

ფილ ბაგშოუს თქმით, ისინი მათი შვილით ამაყობენ. "ჩვენ ძალიან, ძალიან ვამაყობთ მისით. ის საოცარი ადამიანი იყო“, - თქვა სიუ ბაგშოუმ. ბაგშოვებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის ომზე ესაუბრებიან ყველას, ვინც მათ მოუსმენს იმ იმედით, რომ მათი შვილის სიკვდილი უშედეგო არ იყოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ცივილიზებულ სამყაროს შეაჩერონ ეს ამორალური შეჭრა უკრაინაში და დავეხმაროთ [უკრაინელებს] გაათავისუფლონ თავიანთი სამშობლო აგრესორისგან“, - განაცხადა სიუ ბაგშოუმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG