ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მონაცემი დაფიქსირდა


ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, "ყველა დროის მონაცემებთან შედარებით დაბალია". 1 ივნისს ნიუ-იორკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს 154 ადამიანი, რაც ყველაზე დაბალი მონაცემია მას შემდეგ, რაც 19.5 მილიონი მოსახლეობის მქონე შტატში დათვლა დაიწყო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქალაქ ნიუ-იორკში 200 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, შტატის მასშტაბით კი ეს რაოდენობა 373 ათასია. შტატის ინფორმაციით, ნიუ-იორკში 24 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი კოვის-19-ის შედეგად.


ამერიკის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად, შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მოზღვავება ხელახლა დაიწყოს.

ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა მინეაპოლისში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის მიმართ ძალის გამოყენების გამო დაიწყო. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი ამ ინციდენტისთანავე გარდაიცვალა.


მომიტინგეების ერთი ნაწილი ნიღბებს ატარებს, მეორე ნაწილი კი არა. სოციალური დისტანცირება ისედაც რთული შესანარჩუნებელია, მაგრამ ისეთი დემონსტრაციების დროს, როგორიც ბოლო სამი დღე მასობრივად მიმდინარეობს, ერთმანეთთან დისტანციის დაჭერა შეუძლებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG