ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ჰარლემში


მაშველები ნიუ იორკის ჰარლემის უბანში იმ 9 ადამიანის პოვნას ცდილობენ, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულებად ითვლებიან

ნიუ იორკის ჰარლემის უბანში ოთხშაბათს მომხდარ აფეთქებაში 7 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნის იმედი თანდათან ქრება.

მაშველები იმ 9 ადამიანის პოვნას ცდილობენ, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულებად ითვლებიან. ისინი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარ აფეთქებამდე, შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. მასიური აფეთქების შემდეგ ნანგრევები და მტვერი რამდენიმე ათეულ მეტრზე გაიფანტა. ახლომდებარე რკინიგზის ხაზი გაუქმდა, რამაც „გრანდ-სენტრალის“ -მანჰეტენის ცენტრალური სარკინიგზო სადგურის- თითქმის მთელი დღით შეფერხება გამოიწვია.

მეზობელი შენობების მაცხოვრებლებმა ენერგოკომპანიას საეჭვო სუნის შესახებ აფეთქებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე აცნობეს. ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ, ინციდენტს „ყველაზე უარესი ტრაგედია“ უწოდა, რადგან შეტყობინების შემდეგ, ადამიანთა გადასარჩენად პრაქტიკულად დრო საერთოდ არ იყო.
XS
SM
MD
LG