ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შეხვდა მსოფლიო ახალ წელს


400 ათასი ფეიერვერკის გასროლით დუბაი კუვეიტის მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდის მოხსნას შეეცადა

ახალი წლის მოსვლა მთელს მსოფლიოში ფოიერვერკებით და მუსიკით აღნიშნეს. ნიუ იორკში დაახლეობით მილიონი ადამიანი სიცივის მიუხედავად თაიმს სკვერზე შუაღამისას ვოტერფორდის კრისტალის ბურთის დაშვებას დაესწრო.

ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე ციდან წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდების ნაცვლად ბანანის არომატის შესაჭმელი ნუგბარი ცვიოდა. დუბაიში ყველაზე დიდი შოუ გაიმართა. 400 ათასი ფოიერვერკის ანთებით დუბაი რეკორდის მოხსნას ცდილობს. ეს რეკორდი შარშან კუვეიტმა დაამყარა, როცა ახალი წლის აღსანიშნად 77 ათასი ფოიერვერკი აანთო.

ფოიერიერვერკების შოუ მოეწყო ასევე ახალ ზელანდიაში. ავტრალიაში, სიდნეის ცნობილ ოპერის თეატრთან მოწყობილ საახალწლო ფოიერვერკების შოუს მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG