ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოტქორი ჯიმ იონგ კიმი ის ადამიანია, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. იგი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობამდე დართმუტის კოლეჯს ხელმძღვანელობდა.

ბატონი კიმი კოლეჯში სტუდენეტების მუსიკალურ წარმოადგენაში კომიკურ როლსაც თამაშობდა.

„მე ჩემი დრო მაქვს ცხოვრებაში.“ ამბობს მოსფლიო ბანკის ახლად დანიშნული პრეზიდენტი.

თავის დროზე დოქტორი კიმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთ პროგრამის ედგა სათავეში. პარალელურად მან არასამთავრობო ორგანიზაციაც დაარსა, რომლის საშუალებით, მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის საკითხების პროპაგანდას ეწეოდა. დოქტორი კიმის ბიოგრაფიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში მოღვაწობაცაა ჩაწერილი.

დართმუტის კოლეჯის მიერ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში, დოქტორი კიმი სტუდენტებს ზოგადი განათლების დადებით მხარეებზე ესაუბრება. ტავად მას განათლება მედიცინასა და ანთროპოლოგიაში აქვს მიღებული:

„ყველა პრობლემას, რომელსაც ვაწყდები, რაღაც განზოგადებული, ფილოსოფიუირ კუთხით არ ვუყურებ. მე რეალურ გადაწყვეტილებებს ვიღებ და პრაქტიკულად ვმოქმედებ.“

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში, დოქტორმა კიმმა ამერიკის ჯანდაცვის სისტემა მიმოიხილა, სადაც მან ოფიციალურ პირებს არსებული შედეგების ორინეტაციისაკენ და ახალი შესაძლებლობების შექმნისაკენ მოუწოდა:

„ცუდია, როცა გვგონია რომ საკმარისი ზეწოლით შეგვიძლია მოქმედება. სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივეს ვფიქრობთ.“

ოპონენტების განცხადებით, მსოფლიო ბანკი ჯანდაცვის საკითხების გარდა სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას და სწორედ ამიტომ ისინი სკეპტიკურად აღიქვამენ თუ რამდენად შეძლებს დოქტორი კიმი გლობალური ეკონომიკის, განათლებისა თუ ინფრქსტრუქტურის გამოწვევებისადმი თავის გართმევას.

ერთ-ერთი ეკონომისტის თქმით, მოსფლიო ბანკის პრეზიდენტმა ბანკის კულტურა უნდა შეცვალოს და უფრო მეტად ეკონომიკის მთავარ პრობლემებს დაუთმოს ყურადღება. თუმცა ანდერს ასლუნდი, რომელიც პეტერსონის ისნტიტუტში მოღვაწეობს, ამბობს რომ დოქტორი კიმის გამოცდილება საკმაოდ ხელსაყრელი იქნება მსოფლიო ბანკისათვის.

პარალელურად, ნიგერიის ფინსანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო ივეალა, რომელსაც მოსფლიო ბანკში დიდი ხნის მუშაობის გამცდილება აქვს და რომელიც ასევე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე იყო დასახელებული, აღნიშნავს რომ მისი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება, მას, გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის ძლიერ ლიდერად წარმოაჩენდა:

„მარტო იმის თქმა რომ სიღარიბის შესახებ გარკვეული წარმოდგენა გაქვს საკმარისი არაა. შენ ისეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდე, სადაც მის შედეგბს საკუთარ თავზე გამოცდი.“

ქალბატონი იველას გარდა, კოლუმბიის ყოფილი ფინანსათა მინისტრი ხოსე ანტონიო ოკამპოც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად იყო დასახელებული.

XS
SM
MD
LG