ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიას კოსმოსური თავდაცვის დანაყოფი ეყოლება


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ, განაცხადა, რომ იაპონია კოსმოსური თავდაცვის დანაყოფს ქმნის. მას დაევალება იაპონიის დაცვა საფრთხეებისგან, რომელიც შესაძლოა, მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ ახალი სარაკეტო და ტექნოლოგიური სისტემების განვითარებამ მოიტანოს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იაპონია ამ საკითხზე ამერიკასთან ერთად იმუშავებს.

კოსმოსური თავდაცვის მისია აპრილში დაიწყება და ის იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ნაწილი იქნება. ამის შესახებ აბემ განცხადება პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, იაპონიამ, თავი ასევე უნდა დაიცვას კიბერშეტევებისგან და ელექტრომაგნიტური ჩარევებისგან იაპონიის სატელიტებზე. მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი უკვე ეძებენ გზებს მათი სატელიტების გასანადგურებლად.

ახალი დანაყოფი 20-კაციანი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას და 2022 წლიდან სრული დატვირთვით შეასრულებს მისიებს. მათი მთავარი დავალება სატელიტზე დაფუძნებული ნავიგაცია და სხვა დანაყოფებთან კომუნიკაცია იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG