ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ახალი ელჩი შეერთებულ შტატებში


Russia US
Russia US

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებულ შტატებში ელჩის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი დანიშნა.

ანტონოვი სერგეი კისლიაკს შეცვლის, რომელიც ვაშინგტონში რუსეთს 9 წელი წარმოადგენდა.

62 წლის ანტონოვი კარიერული დიპლომატია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი გასული წლის დეკემბრიდან უჭირავს. მანამდე ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ასეთი დაძაბული „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ არ ყოფილა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურებმა განაცხადეს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. ინფორმაციას არჩევნებში ჩარევის შესახებ რუსეთი უარყოფს. ტრამპის კამპანიის რუსეთის მხარესთან შესაძლო კავშირებზე კრიმინალურ გამოძიებას სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი იძიებს.

უახლოეს მომავალში მოსკოვში ჩადის შეერთებული შტატების ახალი ელჩი - ჯონ ჰანტსმანი.ჰანტსმანი იუტის შტატის ყოფილ გუბერნატორია და ის წარსულში ამერიკის ოთხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა.

მოსკოვში მისიის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატების მოსკოვის საელჩოდან ამერიკული დიპლომატიური მისიის და საკონსულო განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობის მასობრივი შემცირება მოითხოვა. 755 ადამიანის დათხოვნის განკარგულება ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ახალ სანქციებს მოჰყვა პასუხად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG