ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ნიუ იორკში და ნიუ ჯერსიში


შტორმის შემდეგ მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის პრობლემა აქვს

ყველაზე მეტად დაზარალებული ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის მოსახლეობა ელემენტარული საცხოვრებელი პირობების აღდგენას ცდილობს. შტატების მმართველობა კი იმაზე ზრუნავს, რომ მოქალაქეებმა მიმდინარე არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებითაც ისარგებლონ.

ორივე შტატის მოსახლეობას ნება დაერთო, თავისი პოზიცია დღეს არამარტო საკუთარ, არამედ ნებისმიერ ხელმისაწვდომ საარჩევნო უბანზე დააფიქსიროს. ნიუ ჯერსიში საწვავის მწვავე დეფიციტის და სატრანსპორტო სისტემის მოშლის გამო მილიონზე მეტ ადამიანს არჩევნებზე ხმის მიცემის პრობლემა აქვს. ნიუ იორკში რამდენიმე საარჩევნო უბანს სპეციალური ავტობუსები ემსახურება, რომელთაც დაზარალებული მოსახლეობა იქ თავშესაფრებიდან დაჰყავს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეს ყოველივე მოსახლეობის აქტივობაზე შესამჩნევ გავლენას მოახდენს.
XS
SM
MD
LG