ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იწყება თუ არა გრიპის მორიგი პანდემია?


შანხაის ცოცხალი ფრინველის სავაჭრო ზონა დაიხურა. ხელისუფლებამ 20 ათასი ფრინველი უსაფრთხოების ზომების დასაცავად დახოცა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

აღმოსავლეთ ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი ვირუსის გამო ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა იზრდება. კვირის შემდეგ ეიჩ7ენ 9 ვირუსმა ექვსი ჩინელის სიცოცხლე შეიწირა. გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ასობით ადამიანს ექიმები მუდმივ მონიტორინგს უწევენ. 16 მათგანს უკვე დაუდგინდა ფრინველის გრიპის დიაგნოზი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყურადღებით არის ჩართული არსებულ სიტუაციაში.

ფრინველის გრიპის ეიჩ7 ენ 9- ის ყველა დადასტურებული შემთხვევა ჩინეთის ზღვასთან მდებარე ერთ-ერთ პროვინციას უკავშირდება. გარდაცვალების ოთხი ფაქტი შანხაიში და შანხაის სიახლოვეს დაფიქსირდა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. დანარჩენი ორი დაინფიცირებული კი ჩუეძიანის პროვინციაში გარდაიცვალა.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ფრინველის გრიპით დაავადებულ ადამიანები თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან 16-დან 83 წლამდე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეს მდივანი გრეგორი ჰარტლი ამბობს, რომ ის 520 ადამიანი რომლებიც დაავადებულებთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ არიან, თუმცა ამ დრომდე ფრინველის გრიპის სიმპტომები არცერთ მათგანს აღენიშნება.

ჰარტლი ამბობს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა ვირუსის ეიჩ7ენ9 -ის წარმოშობის დასადგენად. მისი თქმით: რამდენადაც ვიცი, ამ შემთხვევების საერთო წყარო აღმოჩენილი ჯერ არ არის, რაც ამ ეტაპზე უპასუხოდ დარჩენილი კიდევ ერთი კითხვაა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მრავალმხრივი კვლევა, რომელიც ვირუსის სხვადასხვა შესაძლო ეკოლოგიური და ცხოველური წარმოშობის დადგენას ეცდება.

ჰარტლი აცხადებს რომ, ფრინველის გრიპის 16 დადასტურებულ შემთხვევას ერთმანეთთან აშკარა კავშირი არ აქვს.

ეიჩ7ენ9 ვირუსი წარსულში დაფიქსირებულ შემთხვევებში ადამიანის ორგანიზმში არ ყოფილა აღმოჩენილი და აქედან გამომდინარე, როგორც ჰარტლი ამბობს, არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადატანასთან დაკავშირებით.

არსებულ სიტუაციაში ის აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება მისი წყაროს დადგენამდე შეუძლებელი იქნება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ჩინეთის ხელისუფლება აცნობიერებს ამას და ატარებს სხვადასხვა კვლევას შესაძლო წყაროების დადგენასთან დაკავშირებით.

გრეგორი ჰარტლი ამბობს, რომ ასევე ჩატარებული იყო მოკვლევა, გაზრდილია მეთვალყურეობა და რეტროსპექტული ტესტირება იმ ადამიანებისა, რომელთაც ამოუხსნელი რესპირატორული დაავადებები აწუხებთ. ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ნაბიჯის გადადგმის რეკომენდაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა.

ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ჩინეთის ხელისუფლება უფრო დრამატულ ზომებსაც მიმართავს. შანხაის ცოცხალი ფრინველის სავაჭრო ზონა დაიხურა და 20 ათასი ფრინველი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოების ზომების გამო იქნა დახოცილი.

ეს ვირუსის პირველი დღეებია ჯერ და არავინ იცის, ეიჩ7ენ9 მიიღებს თუ არა პანდემიის სახეს, როგორც ეს იყო ათი წლის წინ ეიჩ5ენ1 შემთხვევაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით ვირუსით მაშინ 600 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 370 კი გარდაიცვალა .
XS
SM
MD
LG