რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ოთხშაბათს რამდენიმე ქალმა გაიხსენა წარსულში სექსუალური ხასიათის ზეწოლის შემთხვევები. ეს ბრალდებები გაჟღერდა რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც გამოაშკარავდა ვიდეო კლიპი, რომელშიც ტრამპი საუბრობს, რომ სტატუსიდან გამომდინარე მას ეძლეოდა საშუალება ქალებზე ძალადობის მიუხედავად არაფერზე ეგო პასუხი.
ამ ფონზე, დემოკრატი ჰილარი კლინტონის კამპანიაც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც "ვიკილიკსმა" მისი კამპანიის წევრების ელ-ფოსტის ახალი სერია გამოაქვეყნა. კამპანიის ხელმძღვანელები კათოლიკურ ეკლესიის უარყოფით როლზე და მისი რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობენ.
ტრამპის კამპანიამ უკვე უარყო ახალი ბრალდებები და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა. კლინტონის კამპანია იმეილების გასაჯაროებას რუსი ჰაკერების არალეგალური მოქმედებებით ხსნის. რუსეთი ამ რაბლდებას უარყოფს.