ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა ევროკავშირის მოწოდებას უარით პასუხობს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი სტამბოლში გამართულ მიტინგზე
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი სტამბოლში გამართულ მიტინგზე

ჰოლანდიას და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ დაძაბულია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უარყო ევროპის კავშირის მოწოდება სიტუაციის გართულებისგან თავის შეკავების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიის ხელისუფლებამ, ისევე როგორც მანამდე ავსტრიამ, შვეიცარიამ და გერმანიამ, ანკარას პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მხარდამჭერი აქციების ჩატარების უფლება არ მისცა. შაბათს როტერდამში ჩასული თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი ჰოლანდიამ უკან გააბრუნა.

თურქეთი აღნიშნულ ფაქტებს არადემოკრატიულს უწოდებს და ნაცისტური გერმანიის მეთოდებს ადარებს. ანკარა ევროპის ქვეყნებში სააგიტაციო მიტინგების ჩატარებას ცდილობს. თურქეთი აპრილში დაგეგმილი რეფერენდუმისთვის ემზადება, რომელზეც მოსახლეობა კენჭს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას უყრის.

XS
SM
MD
LG