ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალში მიწისძვრით დანგრეული ძეგლების რეკონსტრუქცია დაიწყეს


ნეპალში ანტიკური, საკვანძო მნიშვნელობის ტაძრების და ძეგლების რეკონსტრუქცია დაიწყეს, მათ შორისაა „იუნესკოს“ მიერ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული ძეგლი, რომელიც ერთი წლის წინ, ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია.

ნეპალის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ აზიის ამ ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის და 600 ათასი საცხოვრებელი სახლის სრულ აღდგენას, რომელიც 7.8 ერთეული სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია, წლები დასჭირდება. მიწისძვრამ ქვეყანაში გზები გაანადგურა და მთის სოფლები ნანგრევებად აქცია.

XS
SM
MD
LG