ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნილ არმსტრონგი გარდაიცვალა


Apollo 11 commander Neil A. Armstrong inside the Lunar Module while on the lunar surface, July 20, 1969

პირველი ასტრონავტი, რომელმაც ფეხი მთვარეზე დადგა

პრეზიდენტმა ობამამ ნეილ არმსტრონგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის „არამარტო თავისი თაობის, არამედ ყველა დროის გმირია“. შეგახსენებთ, შაბათს გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი პირველმა დაადგა. 82 წლის ლეგენდარული ასტრონავტი ოჰაიოს შტატში სამედიცინო პროცედურის შემდეგ დაიღუპა.

„ადამიანისთვის ეს ერთი პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის გიგანტურ ნახტომს წარმოადგენს“.

ნილ არმსტრონგი
.

არმსტრონგი აპოლო 11-ის ეკიპაჟის მეთაურობდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა 1969 წლის 20 ივლისს მთვარეზე დასხდომის მისია წარმატებით განახორციელა. პირველი ნაბიჯის შემდეგ ასტრონავტმა მსოფლიოს ისტორიული მესიჯი გაუგზავნა: „ადამიანისთვის ეს ერთი პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის გიგანტურ ნახტომს წარმოადგენს“. არმსტრონგმა მთვარეზე მაშინ 3 საათი დაჰყო.
XS
SM
MD
LG