ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნებრასკის შტატში უფროსკლასელი მოსწავლეები თარჯიმნებად მუშაობენ


ნებრასკის შტატის უდიდეს ქალაქ ომაჰას საჯარო სკოლებმა, პერსონალის ნაკლებობის გამო, საშუალო სკოლის უფროსკლასელი ორენოვანი მოსწავლეები თარჯიმნებად დაასაქმა, რათა აკადემიური წარმატების ბარათების განხილვის კონფერენციებზე, მოსწავლეთა ოჯახებს ესაუბრონ.

ომაჰას სასკოლო ოლქს სრულ განაკვეთზე მომუშავე, ურთიერთობების ორენოვანი სპეციალისტები ჰყავს, მაგრამ მოსწავლეები და მათი ოჯახები 100-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ და ამ ოლქში ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, 18 ათასზე მეტმა მოსწავლემ, ინგლისურად შეზღუდულად მოლაპარაკეთათვის განკუთვნილი მომსახურებებით ისარგებლა.

ამჟამად სასკოლო ოლქში დაახლოებით 20 მოსწავლე კონტრაქტით მუშაობს და საშუალო და დაწყებით სკოლებში გამართულ კონფერენციებს თარჯიმნის სტატუსით ეხმარება. მათ საათში 18 დოლარს უხდიან.

მოსწავლე თარჯიმნები სამუშაოზე აყვანის და სწავლების იგივე პროცესს გადიან, როგორც არა-მოსწავლე თარჯიმნები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG