ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს


ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე

კრემლის ცნობილი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ეტაპით წაიყვანეს საგამოძიებო იზოლატორიდან, რომელიც ვლადიმირის რეგიონში მდებარეობს. ჯერჯერობით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ახალი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

ინფორმაციას მისი ადვოკატები ავრცელებენ. მათი თქმით, დღეს ისინი სხვადასხვა საბაბით არ დაუშვეს ნავალნისთან. საგამოძიებო იზოლატორის თანამშრომლებმა კი უარი თქვეს განემარტათ, თუ სად გადაჰყავდათ ნავალნი.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა. ის 2.5 წლით გააგზავნეს საერთო რეჟიმის კოლონიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG