ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ხუთშაბათს 30 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ნავალნი პუტინის წინააღმდეგ მასობრივი აქციის ორგანიზების გამო დააკავეს. „30 დღიანი მივლინების შემდეგ დაგიბრუნდით“, - დაწერა ნავალნიმ „ტვიტერზე“. მაისში, ნავალნი და ასობით მისი მხარდამჭერი, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციისას დააკავეს. ისინი პუტინის ინაუგურაციას აპროტესტებდნენ. ნავალნის ბრალი არასანქცირებული აქციის გამართვის გამო წაუყენეს და მოსკოვის სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი უკანასკნელი წლების განმავლობაში, პროტესტის ორგანიზების გამო რამდენჯერმე დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG