ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის საზღვარი ნატოს ჯარებისთვის კვლავ დაკეტილია


პაკისტანის საზღვარი ნატოს ჯარებისთვის კვლავ დაკეტილია
პაკისტანის საზღვარი ნატოს ჯარებისთვის კვლავ დაკეტილია

პაკისტანის საზღვარი, საიდანაც ავღანეთში მყოფი ნატოს ჯარები მარაგდებიან კვლავაც დაკეტილია მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოდიში მოიხადეს პაკისტანელი სამხედროების დაღუპვის გამო.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისლამაბადი განიხილავს სასაზღვრო საგუშაგოს გახსნის შესაძლებლობას.

პაკისტანმა ტორხუმის სასაზღვრო საგუშაგო ერთი კვირის წინათ დაკეტა, მას შემდეგ რაც ნატოს სამხედრო შვეულმფრენებმა პაკისტანის არმიის პოზიციები დაბომბეს ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში.

შეერთებული შტატების ელჩმა პაკისტანში ენ პატერსონმა ბოდიში მოუხადა პაკისტანის მთავრობას ამ საშინელი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც პაკისტანის არმიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG