ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ნატოს სამიტზე ჯასტინ ტრუდოს "ორპირი" უწოდა


პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს სამიტზე დღევანდელი პრესკონფერენცია გააუქმა, გადაწვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის კანცლერთან შეხვედრამდე, კანადის ლიდერს "ორპირი" უწოდა. პრეზიდენტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, კანადის პრეზიდენტი ასევე მოიხსენია როგორც "კარგი ადამიანი", თუმცა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა კანადის კონტრიბუციით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთო თავდაცვაში.

ლონდონში ნატოს სამიტი, რომელიც ალიანსის 70 წლისთავს ეძღვნება, 3-4 დეკემბერს გაიმართა. გუშინ, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამოსვლისას, ლონდონში, პრეზიდენტმა ტრამპმა, მიანიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნატოს არ უნდა აკრიტიკებდეს, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც საკუთარ ქვეყანაში აქვს.

„ეს ძალიან მკაცრი განცხადებაა, როცა საფრანგეთში ასეთი რთული სიტუაცია დგას. ვხედავთ რაც ხდება „ყვითელ ჟილეტებთან“ დაკავშირებით... არავის არ ჭირდება ნატო იმაზე უფრო მეტად, ვიდრე საფრანგეთს... პირდაპირ რომ ვთქვა, [ნატოსგან] ყველაზე ნაკლებ სარგებელს შეერთებული შტატები იღებს. ჩვენ ევროპას გაერთიანებაში და საერთო მტრისადმი გამკლავებაში ვეხმარებით... როცა საფრანგეთი ასეთ განცხადებას აკეთებს ნატოზე, ეს ძალიან საშიში განცხადებაა მათ მხრიდან“, - თქვა მან.

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში ნატოს „ტვინ-მკვდარი“ ორგანიზაცია უწოდა და ევროპელებს მოუწოდა, თავდაცვის საკუთარი სისტემის შექმნაზე იფიქრონ.

პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნატოს აკრიტიკებდა, პრეზიდენტ მაკრონთან დაძაბული შეხვედრისას, მის დამცველად მოგვევლინა.

„ნატომ ამ სამ წელში დიდი გზა გავლო, ის უფრო ძლიერი ორგანიზაცია გახდა და შეერთებულ შტატებთან დამოკიდებულებაშიც უფრო სამართლიანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, პრეზიდენტი ტრამპი, ნატოს ევროპელ მოკავშირეებს თავდაცვაზე მეტი თანხების გაღებისკენ მოუწოდებს. ეს პრეზიდენტის პრიორიტეტია. ტრამპი შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი არაა, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან თავდაცვის ფინანსური ვალდებულებების გაზიარებას ითხოვს.

სამიტი დღეს დასრულდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტი ტრამპი შეაქო, და განაცხადა, რომ მის ზეწოლას ალიანსში რეალური ცვლილებები მოაქვს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG