ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო: იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

„კოვიდ-19 - ის პანდემია, ნატოს მოკავშირეებისთვისა და პარტნიორებისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა“ - იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა.

ნატოს გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ოფიციალურ ვებ გვერდზე ავრცელებს.

გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ კრიზისმა ნათლად აჩვენა, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამხედროები ეროვნული საქმოქალაქო ძალისხმევის მხარდასაჭერად. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია დახმარების კოორდინაციაში ნატოს მექანიზმები.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტკურ საკოორდინაციო ცენტრის“ მიმართ თხოვნის შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა, საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინეს. მათ შორის, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ფინანსური და სამედიცინო რესურსით.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად, კოორდინაცია მიმდინარეობს.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხანგრძლივ და მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და მადლობა გადაიხადა სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სამომავლო პარტნიორობაზე ისაუბრა.

ალიანსის გენმდივანი აღნიშნავს, რომ გასულ თვეს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობები გარღმავდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG