ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგს აშშ-ში ელოდებიან


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხუთშაბათს შეერთებულ შტატებში ჩადის, სადაც საბრძოლო თვითმფრინავის საწარმოს მოინახულებს.

სტოლტენბერგი ტეხასის შტატში მდებარე საწარმოს ხუთშაბათს ეწვევა, მოგვიანებით კი სამხრეთის მეთოდისტურ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება.

პარასკევს გენერალური მდივანი ეწვევა ასევე ტეხასში მდებარე ბამხედრო ბაზას, სადაც ნატოს სამხედრო პილოტების საწვრთნელი პროგრამა მიმდინარეობს. სტოლტენბერგი ამერიკის სარდლობის მმართველობას ნებრასკის სამხედრო ბაზაზე შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG