ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სოლტენბერგმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას ოთხშაბათ დილით სიტყვით მიმართა. სამშაბათს ის პრეზიდენტ ტრამპსაც შეხვდა ოვალურ ოფისში.

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში მშვიდობის შენარჩუნებაში ნატოს მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი 70 წლის წინ დემოკრატიული კავშირების დასაცავად და საბჭოთა კავშირის დასაბალანსებლად შეიქმნა.

"1949 წლიდან, ნატოს დაარსებიდან მოყოლებული ყველა მოწვევის კონგრესი, ამერიკის ყველა პრეზიდენტი, თქვენი ჯარისკაცები, კაცები და ქალები ფორმებში, და ხალხი შეერთებულ შტატებში იყო ნატოს ერთგული მხარდამჭერი. ამერიკა ჩვენი ალიანსის ხერხემალია", - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსის ფარგლებში ამერიკას იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე სხვა რომელიმე ძალას მსოფლიოში.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ კანდიდატობისას ნატოს მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებდა. მოგვიანებით კი, პრეზიდენტის პოსტზე ის ხშირად აკრიტიკებდა ალიანსის წევრებს იმის გამო, რომ ისინი კოლექტიურ თავდაცვაზე საჭირო თანხებს არ ხარჯავენ და ამერიკა საჭიროზე მეტ ტვირთს კისრულობს.

"ჩვენი პარტნიორობის სიძლიერის შესახებ შეკითხვები ატლანტიკის ორივე მხარეს ისმევა. წარსულში ჩვენ გადაგვილახავს ჩვენი უთანხმოებებები. და ეს განსხვავებები ახლაც უნდა გადავლახოთ, რადგან ჩვენი ალიანსი მომავალში კიდევ უფრო დაგვჭირდება", - განმარტა სტოლტენბერგმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG