ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზალკალიანი ვაშინგტონში ნატოს ღონისძიებებში მონაწილეობს


ამ კვირაში ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო 70 წლისთავს აღნიშნავენ. დღეს იმართება მსხვილი კონფერენცია, რომელსაც „ატლანტიკური საბჭო“, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და გერმანიის მარშალის ფონდი უწევენ ორგანიზებას, და რომლის მუშაობაში, ბევრ ცნობილ სახელმწიფო მოხელეს და ექსპერტს შორის, აშს-ის ვიცე პრეზიდენტი, ნატოს გენერალური მდივანი, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები მონაწილეობენ. მათ შორის არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. მისი მოხსენება მოქცეული იყო პანელში, რომელიც იხილავდა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობასა და მომავალს.

ქართველი მინისტრი შეერთებულ შტატებში 3-4 აპრილს იმოგზაურებს. სხვადასხვა უწყებაში, ოფიციალურ შეხვედრებს გარდა, იგი ასევე მიიღებს მონაწილეობას 4 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაგეგმილ მინისტერიალში, რომლის დროსაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ამერიკელ ლიდერებს და ნატოს დღევანდელობასა და მომავალზე იმსჯელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG