ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, გაღებული საფასურის მიუხედავად, ის ავღანეთის უსაფრთხოების ერთგული დარჩება.

ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, მას ვინც „სულმოუთქმელად ელოდება მოკავშირეთა არმიის გაყვანას“, ნატოს ნაცვლად ადგილზე ავღანური უსაფრთხოების ძლიერი ძალა დახვდება.

შეერთებული შტატების და ნატოს უმაღლესი ოფიციალური პირები ბრიუსელში სპეციალურ შეხვედრას მართავენ. მასზე ავღანეთიდან 130 ათასი დარჩენილი ჯარისკაცის გამოყვანის და ავღანური უსაფრთხოების ძალების დაფინანსების საკითხები განიხილება. შეხვედრა ნიადაგს უმზადებს მომავალ თვეში დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტს.

ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG