ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გახანგრძლივდა


საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილება, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 97 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე, ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, როგორ აპირებს უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და თავდაპირველად მისი მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღვრული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG