ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაროდიორობის ფაქტები ნაირობიში


ვიდეოთვალით გადაღებული ფირები ადასტურებს, რომ ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ჰქონდა მაროდიორობის ფაქტებს

ნაირობის სავაჭრო ცენტრში მომხდარი შეტევის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ვიდეოთვალით გადაღებული ფირები ადასტურებს, რომ გასულ თვეში მომხდარ შეტევაში ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ჰქონდა მაროდიორობის ფაქტებს.

ვიდეოფირზე კარგად ჩანს ჯარისკაცები, რომლებიც დახლიდან საქონელს იღებენ, პარკებში ყრიან და შენობიდან გააქვთ. კენიელი კანონმდებლებით დაკომპლექტებულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჯარისკაცებს სავაჭრო ცენტრიდან არაფერი მოუპარავთ. კენიის თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ოთხშაბათისთვის გეგმავს.
XS
SM
MD
LG