ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან 72 წელი გავიდა


აშშ-ის მიერ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან 72 წელი გავიდა.

ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულმა დაძაბულობამ და ატომური იარაღის გამოყენების მზარდმა საფრთხემ ეს იუბილე პრაქტიკულად გადაფარა.

ნაგასაკის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, რომ დღეს მსოფლიო კვლავ შიშობს, რომ მსგავსი იარაღი ახლო მომავალში შეიძლება ისევ იყოს გამოყენებული. ამ ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალ საფრთხეს „ცეცხლითა და მძვინვარებით“ უპასუხებს.

1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმაში ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბმა 140 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამი დღის შემდეგ კი თითქმის 70 000 ადამიანი დაიღუპა მეორე აომური ბომბის ჩამოგდების გამო, ამჯერად ნაგასაკიში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG