მიანმარში საპარლამენტო არჩევნებში აუნ სან სუ ჩის პოლიტიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.
პარტიამ ნაციონალური ლიგა დემოკრატიისთვის ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ იანგონში 12 ადგილი მოიპოვა.
კვირას გამართულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 32 მილიონი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, წინასწარი მონაცემებით სუ ჩის პარტიამ ხმების 70% მიიღო.