ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასკი სასამართლოში ჩვენებას მისცემს


“ტესლას“ მთავარ აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს, თაღლითობაში ბრალდებებისგან თავის დასაცავად მოწმის ჩვენების მიცემა კიდევ ერთხელ მოუწევს. საქმე ეხება ბრალდებას, რომ 2018 წელს მან იცრუა, როდესაც „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, რომ ელექტრომობილების კომპანიის კერძო მფლობელობაში გადასაყვანად საჭირო თანხა ჰქონდა.

ფსონზე მილიონობით დოლარი და ასევე მასკის რეპუტაციაა, რომლის პირადი ავტორიტეტი „ტესლას“ ბრენდის მთავარი ღირებულებაა. სასამართლომ უნდა დაადგინოს, მასკის მიდრეკილებამ „ტვიტერზე“ თავისი ხანდახან უადგილო მოსაზრებები გამოქვეყნოს, ინვესტორები შეცდომაში ხომ არ შეიყვანა და კომპანიის ღირებულება ხომ არ დააზარალა.

სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში, მასკმა ნაფიც მსაჯულებს უთხრა: „უბრალოდ ის, რომ „ტვიტერზე“ რაღაცას გამოვაქვეყნებ, არ ნიშნავს რომ ხალხს ამის სჯერა ან ამის შესაბამისად მოიქცევა“.

მოსალოდნელია, რომ ორშაბათს მილიარდერი პასუხს გასცემს კითხვაზე, თუ რატომ ირწმუნებოდა რომ „ტესლას“ კერძო მფლობელობაში გადასაყვანად საუდის არაბეთიდან ინვესტორის მხარდაჭერა ჰქონდა, რაც არასდროს მომხდარა და თავისი „ტვიტით“ შეცდომაში შემყვანი განცხადება შეგნებულად თუ გააკეთა.

XS
SM
MD
LG