ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ უგულებელყო გადადგომისთვის მიცემული ბოლო ვადა, რომელიც ორშაბათ ნაშუადღევს ამოიწურა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. კვირას, სატელევიზიო გამოსვლით, მუგაბემ ნათელი გახადა, რომ გადადგომას არ აპირებდა.
კვირას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს ტელევიზიას და რადიოს და მოელოდა, რომ მუგაბეს 37 წლიანი ავტოკრატიული მმართველობის დასრულებას იზეიმებდა. თუმცა ისინი იმედგაცრუებული დარჩნენ.
მუგაბეს სიტყვა „გადადგომა“ არ უხსენებია და როგორც ჩანდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამხედროების ჩარევა სერიოზულად არ მიუღია.
Facebook Forum