ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და შეიარაღებულ ძალებს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” ქალაქ მოსულის გათავისუფლება მიულოცა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი წერს, რომ მოსულში დაჯგუფების დამარცხება “აჩვენებს, რომ დაჯგუფების დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია.” ამავე განცხადებაში პრეზიდნეტი პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სრულ განადურებამდე.

პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმ ათასობით ერაყელის გამო, ვინც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა, პრეზიდენტმა ასევე უთანაგრძო ქურთ მებრძოლებს და მადლობა გადაუხადა მათ “გმირული” ბრძოლისთვის.

ერაყის პრემიერ-მინიტსრმა ჰაიდერ ელ-აბადიმ მოსულის ამ დაჯგუფებისგან გათავისუფლება ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა.

მოსულის ძველ უბანში პრემიერის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ქალაქის შუაგულიდან ელ-აბადიმ ერაყელებს მოსულის ტერორიზმისგან და სისასტიკისგან გათავისუფლება მიულოცა.

“მოსულიდან გაცნობებთ, რომ მოსულში ტერორიზმი და “ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა,” განაცხადა პრემიერმა.

მოსულისთვის ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მილიონამდე ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა და დევნილობაში წასულიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG