ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენის მამა მედიას ელაპარაკება


სნოუდენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სარტანზიტო ზონაში თვეზე მეტია იმყოფება

ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენის მამამ რუსულ ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისითვის უმთავრესი სურვილი შვილის უსაფრთხოებაა. მან ასევე განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ედუარდი და იმედი აქვს, რომ მას მალე ნახავს.

სნოუდენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სარტანზიტო ზონაში თვეზე მეტია იმყოფება. ის რუსეთში ჰონგ კონგიდან 23 ივნისს ჩავიდა და რუსეთის მთავრობას დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ედუარდის მამამ, ლონ სნოუდენმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სცადა მისი დაყოლიება იმაზე, რომ ედუარდი ამერიკაში დაბრუნებაზე დაითანხმოს. თუმცა, როგორც ლონი ამბობს, ბიურომ მას იმის გარანტია ვერ მისცა, რომ მას შვილთან შეხვედრის საშუალება მიეცემოდა.

სნოუდენმა პოლიტიკური თავშესაფარი 20 ქვეყანას სთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ ამერიკამ მას პასპორტი გაუუქმა ის შერემეტიევოს აეროპორტს ვერ ტოვებს.
XS
SM
MD
LG