ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი სანქცირებულთა სიას ზრდის


ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი - ეს არის იმ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელთაც რუსეთი სავაჭრო სანქციებს უწესებს.

კრემლი სანქცირებული ქვეყნების სიას ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ამატებს, რომლებიც აევროკავშირის წევრი არ არის. ესენია: ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი. რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მან ამის შესახებ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსი ამბოხებულების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის მიერ მოსკოვზე მკაცრი სანქციების დაწესებამ, რუსეთისგან საპასუხო სანქციები გამოიწვია. აქამდე სანქცირებულთა სიაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია, კანადა და ნორვეგია.

პრემიერ მედვედევის განცხადებით, სანქციები გარკვეული პირობებით უკრაინასაც უწესდება, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც კიევი ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი ამუშავდება. კრემლმა უკრაინას ემბარგოს ამოქმედებამდე რუსეთთან მოლაპარაკების და შეთანხმების მიღწევისთვის ვადა 2016 წლის 1 იანვრამდე მისცა.

XS
SM
MD
LG