მოსკოვის მერად პარლამენტარებმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის რჩეული სერგეი სობიანინი დაამტკიცეს.
სობიანინმა იური ლუჟკოვი შეცვალა, რომელიც 18 წელი იყო რუსეთის დედაქალაქის მერი. ის თანამდებობიდან პრეზიდენტ მედვედევის ბრძანებით გაათავისუფლეს.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, სობიანინის მოსკოვის მერად დანიშვნა კიდევ უფრო გაამყარებს ვლადიმირ პუტინის პოზიციებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.