ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვს მასობრივი გასახლების არ სჯერა


ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა მოსკოვში დაგეგმილი მოსახლეობის გასახლების პროექტი. გეგმის მიხედვით, მილიონობით მოსკოველი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ბინებიდან, ე.წ. „ხრუშჩოვკებიდან“ უნდა გაიყვანონ.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაახლოებით 8 ათასი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მერია გასახლების ზონაში მოყოლილ მოქალაქეებს ახალი ბინების აშენებას, ან უკეთეს პირობებში განსახლებას პირდება. მოსკოველების დიდი ნაწილი გეგმას სკეპტიკურად უყურებს და ეჭვი აქვს, რომ მის უკან კორუმპირებული მაღალჩინოსნები დგანან.

“ხრუშჩოვკის” მეტსახელი საცხოვრებელ სახლებში მდებარე მცირე ზომის ბინებმა, საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვისგან მიიღეს, რომლის დროსაც ეს პროექტები დამტკიცდა და თითქმის მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განხორციელდა. ე.წ. "ხრუშჩოვკის" ბინები საქართველოშიც მრავლადაა. მათი ექსპლუატაციის ვადა სულ 40-50 წელიწადი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლები საქართველოშიც მეტ-ნაკლებად ავარიულ მდგომარეობაშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG