ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა დიდი თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელზე


სერგეი ფილინს სახე დამწვარი აქვს და თვალები დაზიანებული

მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს წუხელ, გვიან ღამით თავს დაესხნენ. სერგეი ფილინს სახე დამწვარი აქვს და თვალები დაზიანებული.

თეატრის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენლის განცხადებით, თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ნიღბიანი დამნაშავე ფილინს საკუთარ სახლთან დახვდა და სახეში კონცენტრირებული მჟავა შეასხა. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და ექიმები მისი მხედველობის შენარჩუნებას ცდილობენ. ძიების მიხედვით, შესაძლოა საქმე თეატრის შიდა პოლიტიკას უკავშირდებოდეს. დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბოლო თვეების განმავლობაში მუქარის ზარებს იღებდა და მისი ანგარიშები სოციალურ ქსელებზე არაერთხელ გატეხეს.
XS
SM
MD
LG