ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოჰამედ მორსიმ სასამართლო პროცესი დაგმო


მორსიმ სხდომამდე უარი განაცხადა, ბრალდებულთათვის გამოყოფილი თეთრი სამოსი ეტარებინა

ეგვიპტის განდევნილმა ლიდერმა მოჰამედ მორსიმ დაგმო მის წინააღმდეგ დაგეგმილი სასამართლო პროცესი თქვა რა, რომ ის ეგვიპტის ლეგიტიმური პრეზიდენტია.

დღეს, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთი გაგრძელდა მას შემდეგ რაც მორსიმ და მისმა თანამებრძოლებმა-რომლებსაც სასამართლო ბრალდებებს უყენებს, პროტესტის ნიშნად სიმღერა დაიღყეს, მოსამართლემ კი შედეგად სხდომა 8 იანვრამდე გადაავადა.

მორსიმ სასამართლოს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა მისი გასამართლების იურისდიქცია და რომ ნაცვლად ამისა, სასამართლომ „გადატრიალების“ ლიდერთა საქმეები უნდა განიხილოს.

მორსიმ სხდომამდე უარი განაცხადა ბრალდებულთათვის გამოყოფილი თეთრი სამოსი ეტარებინა. ივლისში, მისი განდევნის შემდეგ, მორსი საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა.
XS
SM
MD
LG