ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორსიმ გააუქმა თავისი დადგენილება


Mideast Egypt

დადგენილების ანულირებასთან დაკავშირებით ოპოზიციას განცხადება ამ დროისათვის არ გაუკეთებია

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამერ მორსიმ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მას განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭებოდა. გასულ თვეს მიღებულმა ამ დადგენილებამ, ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არეულობა ძალადობაში გადაიზარდა, რასაც თან ახლდა მსხვერპლი.
თუმცა ქაიროდან პრეზიდენტის პრესპიკერმა განცხადება გააკეთა, სადაც მან დასძინა, რომ კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებული წინააღმდეგობრივი კანონპროექტის რეფერენდუმი მაინც გაიმართება გეგმის მიხედვით, რომელიც 15 დეკემბერსაა დანიშნული.
დადგენილების ანულირებასთან დაკავშირებით ოპოზიციას განცხადება ამ დროისათვის არ გაუკეთებია, ამასთან არც ის არის ცნობილი ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას გავლენა ოპოზიციის იმ ჯგუფებზე, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა დემონსტრაციებს მართავენ.
XS
SM
MD
LG