ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს თავი შეიკავონ უსარგებლო რიტორიკისგან


მორგან ორტაგუსი
მორგან ორტაგუსი

აშშ შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში მიმდინარე, ფართო მასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების შესახებ არსებული ცნობებით, რამაც მსხვერპლლი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, მორგან ორტაგუსი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და გმობს რეგიონში ძალადობის ესკალაციას.

აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰან ბაირამოვსა და სომეხ კოლეგასთან, ზორაბ მნაცაკანიანთან. ბიგანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დაპირისპირება და პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთნონ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უსარგებლო რიტორიკისგან, რაც ვითარების ესკალაციას და ადგილზე არსებული მდგომარეობის გამწვავებას იწვევს.

სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ აშშ-ის აზრით, მზარდი ესკალაციის პირობებში, ამ კონფლიქტში გარე ძალების ჩართვას უკუეფექტი ექნება და ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს, სასწრაფოდ განაახლონ მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან. როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, აშშ მონდომებულია დაპირისპირებულმა მხარეებმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მშვიდობიან და მდგრად გამოსავალს მიაგნონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG