ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იშვიათ ცხოველებზე "სამეცნიერო მიზნით" ნადირობა რუსეთში


გარემოსდამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობის ნაწილი რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებს, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობის უფლებას იძლევა. ძალაში 1 აგვისტოს შესული კანონის წინააღმდეგ ონლაინ პეტიციას 180 000-მა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი.


კანონის თანახმად, მონიტორინგისა და რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირების, ასევე მასობრივი დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ამგვარ ცხოველებს ნადირობა "სამეცნიერო მიზნებით" ნებადართული იქნება.

გარემოსდამცველი აქტივისტები ამ კანონის მიღებას თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ახალი რეგულაცია უკანონო ნადირობასა და ბრაკონიერობას გაუხსნიდა გზა. ისინი იმ შემთხვევებსაც იხსენებდნენ, როდესაც რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობდნენ. გარემოსდამცველებს განსაკუთრებით აღელვებთ ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიც ირბისი, იგივე თოვლის ლეოპარდია, პოლარული დათვი, ციმბირული ვეფხვი, ანტილოპა საიგა და სხვები არიან.

სწორედ "სამეცნიერო" მიზნებით იყო დასაბუთებული იაპონიის მთავრობის ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც დაცულ წყლებში გადაშენების პირას მყოფ ვეშაპებზე ნადირობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხორცი საკვები პროდუქტების ობიექტებში იყიდებოდა.

რუსეთის მოქალაქეები კანონის წინააღმდეგ ხელმიწერების შეგროვებას განაგრძობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG