ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიმუნებმა კორონავირუსის მქონე პაციენტების სისხლის სინჯები მოიპარეს


ინდოეთში მაიმუნების ჯოგი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს დაესხა თავს. მაიმუნებმა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სისხლის ნიმუშები "გაიტაცეს".

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმა ამ კვირაში მაშინ მოხდა, როდესაც ლაბორატორიის ტექნიკოსი მეერუთში, სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის კამპუსში, ფეხით გადაადგილდებოდა.

მაიმუნებმა მას [სინჯარები] ხელიდან გამოგლიჯეს და გაიქცნენ. მათ თან იმ პაციენტების სისხლის ნიმუშები წაიღეს, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ დ ამკურნალობის კურსს გადიან.


"მაიმუნებმა მას [სინჯარები] ხელიდან გამოგლიჯეს და გაიქცნენ. მათ თან იმ პაციენტების სისხლის ნიმუშები წაიღეს, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ დ ამკურნალობის კურსს გადიან. ჩვენ მათ ანალიზები თავიდან ავუღეთ", - ამბობს ექიმი გარგი, კოლეჯის წამყვანი სპეციალისტი.

ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაღვარეს თუ არა მაიმუნებმა სისხლი გატაცებული სინჯარებიდან, მაგრამ ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ ცხოველებმა შესაძლოა ვირუსი დასახლებულ პუნქტშიც გაავრცელონ.

გარგი ამბობს, რომ უცნობია დაავადდებიან თუ არა მაიმუნები ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტის შედეგად: "არ არის მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა მაიმუნები დაინფიცირდნენ", - უთხრა ექიმმა გარგმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს".

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 165 799 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 706 ადამიანი გარდაიცვალა. მეცნიერთა ნაწილს მიაცნია, რომ ვირუსი სწორედ ცხოველებიდან ადამიანებში ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ე.წ. სველ ბაზარში გადავიდა.

ინდოეთის ზოგიერთ დასახლებაში კი მაიმუნები ადამიანთა ცხოვრებაში ბოლო დროს ხშირად იჭრებიან და ზოგჯერ ესხმიან კიდეც მათ თავს. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ცხოველების მიერ ურბანულ დასახლებებში საკვების საძებნელად გამოსვლა მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს განადგურებისა და გაუარესების შედეგია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG